მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ხმალაძე: "თბილისის მიკროავტობუსი" "სითი პარკის" ბედს ვერ გაიზიარებს"

5de7719468139
თათია ჩაფიჩაძე
04.12.19 12:41
2785
„მიკროავტობუსებში მგზავრობის ფასის ზრდას არ განვიხილავთ“ - ეს განცხადება თბილისის ვიცე-მერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა.

კითხვაზე - ხომ არ გაიზიარებს „თბილისის მიკროავტობუსი“ „სითი პარკის“ ბედს, ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს სამართლიანი არ იქნება, რადგანაც მისი მძიმე მდგომარეობა გარე ფაქტორებიდან გამომდინარეობს და ამ შემთხვევაში კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთება.

„თბილისის მიკროავტობუსი“ „სითი პარკის” ბედს ვერ გაიზიარებს გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ კომპანია გავაგდოთ, ეს არც სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება და არც ეკუთვნის; როდესაც დაიწყო კომპანიის ფინანსური პრობლემები, ეს ყველაფერი იყო გარე ფაქტორი, რომელიც მუნიციპალიტეტთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდა, რომ ეს ფაქტორები ასახულიყო კომპანიის შემოსავლებში. ამაზე ვსაუბრობდი სწორედ, რომ ჩვენამდე მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და ვიცით, რაც იყო ამის მიზეზი. ყველა მოერიდა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას. დღეს კი, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა კალაძის მთავრობას გვიწევს გამოსავლის მოძიება.

ტარიფის ზრდას რაც შეეხება, აუდიტორიც ამ რეკომენდაციას იძლევა და ჩვეულებრივ შეთხვევაშიც ყველაზე სწორი გამოსავალია, რომ როდესაც კომპანიას არ ჰყოფნის შემოსავლები, გაუზარდო ტარიფი, მაგრამ არსეობს კიდევ სხვა ალტერნატივები. როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს საზოგადოებრივი ტრასპორტის პოლიტიკას და ამის ფარგლებში მოსახლეობას მოუწოდებს კერძო მანქანების გაჩერებისკენ, ამ დროს ტარიფის ზრდა არ არის სწორი და კიდევ უფრო მეტ დრამატიზებას უკეთებს. გარდა ამისა, ვითვალისწინებ ქალაქის და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას და ამის გათვალისწინებით ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტრანსპორტის ფასის ზრდისა. 1 კვირის ვადაში მექნება გეგმა“, - განაცხადა ხმალაძემ.