05.მარტი.2016 16:48
საზოგადოება

ირანელი კავკასიოლოგი: საქართველომ უნდა გაიგოს, რომ არც აშშ-დან, არც რუსეთიდან და არც ევროპიდან მისთვის ხეირი არ არის

ირანელი კავკასიოლოგი: საქართველომ უნდა გაიგოს, რომ არც აშშ-დან, არც რუსეთიდან და არც ევროპიდან მისთვის ხეირი არ არის
ირანელი კავკასიოლოგის, თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელის აჰმად ფარშბაფიანის განცხადებით, საქართველომ უნდა გაიგოს, რომ არც აშშ-დან, არც რუსეთიდან და არც ევროპიდან მისთვის ხეირი არ არის.
 
სწორედ აშშ-ს გავლენას უკავშირებს ფარშბაფიანი საქართველოს მიერ 2013 წელს ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ასევე, აცხადებს, რომ სამი წლის წინ საქართველოსა და ირანს შორის უფრო ღრმა კავშირები იყო.

"აშშ ცდილობს რომ საქართველოზე გავლენა მოიპოვოს, განვითარებაში დახმარებას ჰპირდება. მეორეს მხრივ, იგივეს ცდილობს რუსეთიც და სწორედ ეს აფერხებს საქართველოს განვითარებას", - განაცხადა ირანელმა კავკასიოლოგმა თავრიზში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კითხვაზე რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ, იგი ირანის მაგალითზე მიუთითებს.

"აშშ ამბობს, რომ მას თითქოს ეშინია, რომ ირანი ატომურ ბომბს ქმნის. ეს ტყუილია. რეალურად კი მას აშინებს ირანის სამეცინიერო მიღწევები და განვითარება. ჩვენი სულიერი ლიდერის ჰომეინის დევიზი იყო - არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არამედ პირდაპირ, ანუ არც დასალეთი და არც აღმოსავლეთი, არამედ მხოლოდ ისლამური გზა. ჩვენი მესიჯი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ყველა ქვეყნის სტუნდეტი, ახალგაზრდა, მასწვალებელი, პროფესიონალი მიხედავს საკუთარ სამშობლოს. ქვეყნები ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, პირველ რიგში, მან უნდა გამოიყენოს საკუთარი ცოცხალი რესურსი, ეს არის განათლებული ახალგაზრდობა", - განაცხადა აჰმად ფარშბაფიანმა.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აპრილი.2019 17:38
169

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
74

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
54

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 11:44
987

საქართველოს რეგიონები, სადაც ბავშვების სისხლში ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს

ვრცლად
23.აპრილი.2019 11:05
290

ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს აღემატება - რას ნიშნავს ეს?

ვრცლად
23.აპრილი.2019 10:54
189

ტყვიის შემცველობა ბავშვების სისხლში - კვლევის შედეგები საქართველოში

ვრცლად