მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანელი ვიზიტორები საქართველოში შესაძლოა, ასაცრელად ჩამოვიდნენ

617867777d654
დავით ჯალაღონია
27.10.21 00:44
1061
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელის შალვა ალვარდაშვილის აზრით, საქართველოში ირანიდან აცრის მსურველთა ორგანიზებული ჩამოყვანაა შესაძლებელი.

როგორც ალავერდაშვილი BMG–სთან ინტერვიუში აცხადებს, სასტუმროების ინდუსტრია მზად არის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველი ვიზიტორები სამი კვირის განმავლობაში დააბინაოს და ამ გზით, ტურისტულად დაბალი აქტივობით გამორჩეული თვეები ფუნქციურად დატვირთოს.

"იქნებ გავიმეოროთ ის, რაც სომხეთმა გააკეთა. ვაქცინაციისთვის სომხეთში ჩადიოდა ხალხი, სამი კვირა რჩებოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ეს სამი კვირა ჩვენთვის არის დატვირთული ოთახი სასტუმროებში. ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და ეს კარგი იქნება. მოლაპარაკებებში ვართ, რომ ირანულ ტურისტულ კომპანიებთან ასეთი პაკეტები ავაწყოთ.

პარალელურ რეჟიმში უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მთავრობას, რომ ხელი შეგვიწყოს ამ თემების დალაგებაში. ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის, თუ ვაქცინაციისთვის ჩამოვიყვანთ ხალხს, სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში, კარანტინში დარჩებიან. ამის დიდი გამოცდილება მიიღეს სასტუმროებმა და ეს ხალხი შემდგომ ისევ უკან დაბრუნდება. ეს უნდა იყოს ერთი აწყობილი ჯაჭვი და ამ პერიოდში, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, როცა ნაკლეად დატვირთული სეზონია საქართველოში, გარდა მთის კურორტებისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პერიოდი რამენაირად შევავსოთ", – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან ირანსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება.