მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი პანდემიის გამო, ქალაქებს შორის მიმოსვლას ზღუდავს

5f86ff53749c8
ნათია თაქთაქიშვილი
14.10.20 21:00
937
ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება. მათ შორისაა თეირანიც, სადაც ვირუსის გავრცელების კუთხით, მძიმე მდგომარეობაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, თეირანში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებაც სავალდებულო ხდება. 

ცნობისთვის, ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 279 პაციენტი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში კორონავირუსის 513 219 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში 29 349 პაციენტი დაიღუპა.