მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი საზღვრებს ამაგრებს

5d9b00314ba51
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 15:00
913

ირანმა მეზობელ ერაყთან საზღვარზე სპეციალური სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ირანის სახმელეთო ჯარების კოორდინატორზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ირანელი სამხედროები განმარტავენ, სასაზღვრო სადამკვირვებლო კამერების დაყენება "მეზობელ სახელმწიფოსთან საერთო საზღვრის უკეთესად დაცვას ხელს შეუწყობს".


როგორც ცნობილია, კამერები ინფორმაციას თვითმფრინავებზე, ავტომობილებსა და სხვა მოწყობილობებზე გადასცემენ, რომლებიც სასაზღვრო ზონის ახლომახლო გადაადგილდებიან.


ირანის მთავრობაში განმარტავენ, რომ  ასეთი სათვალთვალო სისტემების განლაგება "ირანის საზღვრების დაცვის ზოგადი გეგმის ნაწილია".


აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ირანის სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთით საზღვრები მსგავსი ტექნოლოგიით აღიჭურვება.

 

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ირანმა ერაყთან საზღვარზე ორი საგუშაგო დახურა. მიზეზი ერაყში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია.