მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს

5e187e22f14b9
ნათია თაქთაქიშვილი
10.01.20 17:35
657
ირანი უარყოფს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თეირანში უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო და ამერიკას „ცრუ ბრალდებების გავრცელებაში დანაშაულებს“. ამის შესახებ CNBC-ი აცხადებს.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო, ამის შესახებ სხვადასხვა ამერიკული წყარო იუწყება.

ამასთან, BBC-ის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ის მიმართულებით სარაკეტო დარტყმას ჰქონდა ადგილი.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.

CBS News-ი კი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ბოინგმა ირანში ავიაკატასტროფა 8 იანვარს განიცადა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 180-მდე მგზავრი დაიღუპა.