მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის და იტალიის მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა - სააგენტო

5e590b764383c
ინგა მურუსიძე
28.02.20 16:52
1295
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ინფორმაციით, 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.