მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

63691a198a618
გიორგი თოლორდავა
07.11.22 19:44
1021
ირანში ეკონომიკური ვითარება უარესდება, მიმდინარე კვირას ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 363,500 ირანულ რიალის მიაღწია, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

ეროვნული ვალუტის დასუსტება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყნის მასშტაბით არსებული საპროტესტო ტალღა და პერმანენტული აქციებია, რომელიც 22 წლის მასა ამანის მკვლელობის შემდეგ, უკვე თვეებია გრძელდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბირთვული შეთანხმების მიმართულებით ირანის მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, უფრო მეტიც, იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-მა მოლაპარაკებების პროცესზე უარი თქვას და ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გაამკაცროს.

აგრეთვე, გასულ კვირას საუდის არაბეთის დაზვერვამ გაავრცელა ცნობები ირანული სარეკეტო თავდასხმის საფრთხის შესხებ, რამაც ირანში არსებული პოლიტიკურ-სოციალური ვითარება კიდევ უფრო მეტად გაამწვავა.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინების ნაკადი იზრდება, მოსახლეობა აქტიურად ცდილობს თანხის ალტერნატიულ აქტივებსა და უცხოურ ვალუტაში დაბანდებას, რაც, საბოლოო ჯამში, ირანული რიალის გაცვლით კურსზე უაღრესად ნეგატიურად აისახება.