მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

5e552b883f4ba
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 18:15
4264
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ორაჯ ჰარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. მინისტრის მოადგილე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საავადმყოფოდან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ის ადასტურებს, რომ ნამდვილად კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

„მეც დავინფიცირდი. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე“, – ამბობს მინისტრის მოადგილე ვიდეოში.

ირანის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, 25 თებერვლის მდგომარეობით, ირანში ახალი კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა; ვირუსი ლაბორატორიულად 95 ადამიანს დაუდასტურდა.