მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლა ორი კვირით შეიზღუდება - ტიკარაძე

5e56bd4190783
BM.GE
26.02.20 22:39
1120
ირანის მოქალაქეებისთვის შეიზღუდება ქვეყანაში შემოსვლა ორი კვირით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით დაინფიცირების პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა.. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან, მაგრამ ირანელი მოქალაქეებისთვის საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანში მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგმარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე.

შეგახსენებთ, კორონავირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.