მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის მოქალაქეს საზღვარზე 2140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს

6076d02cdff62
ინგა მურუსიძე
14.04.21 15:41
512
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გ.ს.-ს ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 2140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.