მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

5e5a41934251e
BM.GE
29.02.20 14:39
3055
ირანის პარლამენტის წევრი, მოჰამედ ალი რამაზანი 29 თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ეს ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით გარდაცვალების 43-ე შემთხვევაა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ირანში კორონავირუსის გავრცელებამ მკვეთრად იმატა, მთავრობის ცნობით ინფიცირებულია 593 პირი. 

თუმცა, BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შესახებ არასრულ ინფორმაციას ავრცელებს და რომ გარდაცვლილთა რაოდენობა რეალურად 200-ს აჭარბებს. 

მოჰამედ ალი რამაზანი ერთადერთი ირანელი პოლიტიკოსი არაა, ვისაც ახალი ტიპის ვირუსი დაუდგინდა, აღნიშნული ვირუსით საავადმყოფოში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტიც მასუმ ებტეკარიც არის გადაყვანილი. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა არის ოფიციალურად დადასტურებული, აქედან ერთი პირის ინფიცირება იტალიაში, ორის კი ირანში მოხდა.