მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ვაჭრობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

5e5f77427476d
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 13:49
1105
ირანის ინდუსტრიის, მაღაროების და ვაჭრობის მინისტრ რეზა რაჰმანის COVID-19 კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით თურქული სააგენტო www.aa.com.tr-ი ავრცელებს.

ანჟამად რაჰმანი თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს და ეს ირანში მაღალჩინოსნის ონფიცირების პირველი შემთხვევა არაა.

გუშინ თეირანში განაცხადეს, რომ კორონავირუსი საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსითაა ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

ბოლო მონაცემებით, ირანში 2,336 ადამინია ინფიცირებული, გარდაიცვალა - 77, ხოლო გამოჯანმრთელდა 435 პაციენტი.