მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

5e57d51c929ba
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.20 18:42
996
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

მასუმეჰ ებთეკარი 254 ინფიცირებულთა შორისაა, ვისაც ირანში კორონავირუსი დაუდგინდა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულთა რაოდენობა კი 26-ს შეადგენს. 

ირანი ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსის უმსხვილესი ცენტრია.