მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს

5da40ed90cba8
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 12:00
1529
ირანის სამხრეთ პროვინციაში  გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს. როგორც CNN ირანის ნავთობკომპანია NIOC-ის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იტყობინება, ახალი საბადოს ერთობლივი მარაგი 400 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობია, რაც დაახლოებით, 40 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავებას უზრუნველყოფს.


ბუნებრივი გაზის საბადო, რომელსაც Eram ეწოდება, სპარსეთის ყურის მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ფარსში მდებარეობს.



”ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გეოფიზიკური საძიებო ტექნიკის გამოყენებითა და ბურღვითი სამუშაოებით  უფრო მეტი ნავთობისა და გაზის მარაგი აღმოვაჩინოთ ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად დაემატება ირანის ეროვნულ სიმდიდრეს,” - განუცხადა მედიას ირანის ნავთობკომპანიის NIOC-ის მენეჯერმა რეზა დეჰანმა.

საბადოს აღმოჩენა ირანისთვის ხელსაყრელ დროს მოხდა, ქვეყანა აშშ-ის სანქციების ახალი ტალღის გამო, ეკონომიკურად მძიმე ვითარებაშია.