ირანში კორონავირუსით უკვე დაღუპულია სულ მცირე 210 ადამიანი. ამის შესახებ BBC-ი ირანის ჯანდაცვის უწყების წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამდრომდე ოფიციალური რიცხვით დაღუპული იყო 34 ადამიანი. ხოლო დაინფიცირებული 388.
როგორც BBC-ი წერს, მსხვერპლთა უმეტესობა თეირანსა და ქალაქ ყუმშია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანიც დაინფიცირდა.