მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში ნავთობის უზარმაზარი საბადო აღმოაჩინეს

5dc92499a01b8
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 21:41
3106
ირანის ქალაქ იაზდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ნავთობის ახალი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ირანის პირველი პირის თქმით, საბადო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩუზესტანის პროვინციაში 2400 კვადრატულ მეტრის ფართობზე მდებარეობს და მისი მარაგი 53 მილიარდ ბარელს შეადგენს. როგორც ჰასან რუჰანი აცხადებს, ახლა ექსპერტები საბადოს შეამოწმებენ, რის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა, ახალი საბადო ირანის ეკონომიკურ დახმარებას.

"ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების ფონზე ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია", - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.



როგორც ცნობილია, ირანის ნავთობის მარაგი 150 მილიარდ ბარელადაა შეფასებული. მიუხედავად ამისა, ნავთობით მდიდარი ქვეყანა ამერიკული სანქციების გამო, ეკონომიკურ კრიზისშია. ვაშინგტონის სადამსჯელო ზომებმა ირანის ნავთობზე, რომელიც ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყაროა, სახელწმიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ენერგეტიკისა და ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ნავთობის რეზერვებით, ხოლო გაზის რეზერვებით სიდიდით მეორეა.