საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GICCI) დირექტორთა საბჭოს წევრი ვანო მთვრალაშვილი BM.GE-ისთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე კორონავირუსის ეფექტზე საუბრობს და ამბობს, რომ ვითარება ფორსმაჟორულია.
„საზღვრის ჩაკეტვა, თუნდაც ეს არაპირდაპირი იყოს, რა თქმა უნდა, თავდაპირველად პრობლემებს შექმნის. საგზაო ბიტუმის მაგალითზე რომ განვიხილოთ, რომელიც საიმპორტო საქონლის ჯგუფში არის პირველი და 2019 წელს 50 მლნ დოლარის ღირებულების ბიტუმი შემოვიდა ქვეყანაში. ამ პროდუქტით იწყება გზების დაგება და ალბათ 90% ირანიდან შემოდის. შესაძლოა, ალტერნატიული გზები გამოინახოს, თუმცა ამას გავლენა ექნება.
ზოგადად, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა უკვე. მათ შორის ნავთობზე ფასები ვარდება ამ ვირუსის გამო, საფონდო ინდექსები ეცემა, მსოფლიო ითვლის, რა ზარალი შეიძლება მიადგეს. საქართველო ერთი პატარა ნაწილია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც ამით დაზარალდება, მაგრამ ეს არის ობიექტური მოცემულობა“, - უთხრა BM.GE-ის ივანე მთვრალაშვილმა.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით სენსიტიურია ირანთან ვაჭრობის საკითხი.
„ვითარება ფორსმაჟორულია. ირანი სამხრეთ კორეასთან ერთად ჩინეთის შემდგომ ერთ-ერთი ძლიერი კერაა, სადაც ამ ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა. რაც მთავარია, სხვადასხვა მიზეზის გამო, ირანიდან ეს ინფორმაციები არ გამოდის ანუ კონკრეტულად სად არის, რა რეგიონებია ან რა სტატისტიკაა. განსაკუთრებით სენსიტიურია ირანთან სავაჭრო ურთიერთობის საკითხი და სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.
რაც შეეხება სატვირთო დერეფანს, ჩვენ ირანს ვუკავშირდებით თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით; თურქეთმა და სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა, თუმცა აზერბაიჯანზე არ გვაქვს ინფორმაცია. მაგალითისთვის, გეტყვით რომ ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამ დღეებში თურქეთის გავლით უნდა შემოსულიყო საქართველოში, თურქეთმა არ შემოუშვა, ტრაილერების მძღოლები გაბრუნდნენ და აზერბაიჯანის მხრიდან უნდათ შემოსვლა, თუმცა შემოვლენ თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მაქვს; ეს დამოკიდებულია იმაზე, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანთან საზღვრის ჩაკეტვა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება თუ სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის ტრანსპორტირებაზეც“, - განმარტა საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.
bm.ge აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებას მთავრობისგან ელოდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ