მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანულ ავიაკომპანიებს შეუძლიათ, ჩამოფრინდნენ და საქართველოში მყოფი ირანელი ტურისტები გაიყვანონ

5e528ae2c67ff
თელარა გელანტია
23.02.20 18:22
1628
„ირანულ ავიაკომპანიებს (Taban Airlines; Qeshm Airlines; Zagros) შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ირანულ ავიაკომპანიებს.

შეზღუდვა ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე მოქმედებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში და - პირიქით.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას, ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და მომავალში თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვაც”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო იქ მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დახმარებისთვის დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს.