"ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოსა და ამერიკის სამთავრობო უწყებების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აირექსის სათაო ოფისის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით "საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის" გუნდმა დონორთან, მონაწილეებთან და მასპინძელ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება მარტსა და აპრილში საქართველოსა და ა.შ.შ.-ში დაგეგმილი სამივე პარტნიორული ვიზიტის გაუქმების შესახებ.
ჩვენ ვზრუნავთ პროგრამის მონაწილეების, პარტნიორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთლობის დაცვაზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია წვლილი შევიტანოთ ვირუსის გავრცელების შემცირებაში.
ვიზიტების ხელახლა დაგეგმვას ვაპირებთ მოგვიანდებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ორშაბათიდან GMPP-ის თანამშრომლები იმუშავებენ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში,"- ნათქვამია "საქართველოს მედია პარტნიორობის" Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამას" საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი ახორციელებს. პროგრამისთვის საჭირო ფინანსებს კი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი გამოყოფს.