18.ნოემბერი .2019 23:43

IRI - მოსახლეობის 68%-ს სჯერა, რომ 20 ივნისის ღამეს, მთავრობამ ძალას გადაამეტა

views 617
უკან

IRI-ს პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 2/3-ზე მეტი - 68% ფიქრობს, რომ 20 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა. უფრო დეტალურად პასუხები კითხვაზე - "გჯერათ თუ არა, რომ სახელმწიფომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ძალას გადაამეტა?" ასე ნაწილდება:

ნამდვილად მჯერა - 44%;
ნაწილობრივ მჯერა - 24%; (ჯამში მჯერა 68%)
ნაწილობრივ არ მჯერა - 9%;
ნამდვილად არ მჯერა - 11% (ჯამში არ მჯერა 20%)
არ ვიცი, არ მაქვს პასუხი - 12%. 



კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა