მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: COVID-ის ეკონომიკურ კრიზისზე მთავრობის რეაგირებას 54% უარყოფითად აფასებს

606b21149b7b5
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.21 18:40
917
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სოცლიოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პანდემიის ფონზე საქართველოს მოსახლეობის განწყობას ასახავს. 

კითხვაზე - როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ მათი შეფასება უარყოფითია, ნაწილობრივ დადებითად აფასებს მთავრობის პოლიტიკას - 37% და ძალიან დადებითად - 8%.

უშუალოდ ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, მოსახლეობის 39% აცხადებს, რომ ისინი მთავრობის რეაგირებას უარყოფითად აფასებენ, 44% - გარკვეულწილად დადებითად, 15% კი ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის რეაგირებას.

სოციოლოგიური კვლევის მიერ გამოკითხულთა 65% აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

მოსახლეობის 29% აღნიშნავს, რომ მათთვის არსებული ვითარება უცვლელია, 5% კი, გაუმჯობესებაზე საუბრობს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.