მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: გამოკითხულთა 22% კალაძის უწყების მთავარ მიღწევად ახალ ავტობუსებს ასახელებს

5dd2fe3106985
BM.GE
19.11.19 00:21
1323
IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, დედაქალაქის გამოკითხული მაცხოვრებლების 22% კახა კალაძის უწყების მთავარ მიღწევად ახალ ავტობუსებს ასახელებს. 18% გზების შეკეთებას, 11% ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, 9% მოედნების აღდგენას, 7% - ძველი თბილისის რესტავრაციას, 6% - ტაქსების რეფორმას, 4% - კიკვიძის მოედნის რესტავრაციას, 3% ხიდების შეკეთებას, 2-2% მეტროს რესტავრაციას, სპორტული ობიექტების შეკეთებას, გარემოს გაუმჯობესებას, გამწვანებას, სოციალური პრობლემების გადაჭრას და საკანალიზაციო სისტემის შეკეთებას.

რაც შეეხება იმ მთავარ პრობლემებს, რომელთა გამოსწორებაზეც გამოკითხულთა აზრით მერიამ უნდა იზრუნოს, 23% გარემოს საკითხებს ასახელებს, 18% - ინფრასტრუქტურას, 16% - გზებს, 15% - მშენებლობებს, 14% - საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 13% - საცობებს, 11% - უმუშევრობას, 8% - ანტისანიტარიას, 7% - მაღალ კომუნალურ გადასახადებს, 6-6% - ქალაქის გამწვანებას და სოციალურ პრობლემებს. 4-4% - უპატრონო ძაღლებს, 3-3% - ეკონომიკურ პრობლემებს და გასართობი სივრცეების ნაკლებობას, 2-2% - სასმელ წყალს, პარკინგის პრობლემას, დევნილებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფას და ტაქსის რეფორმას. ხოლო 1-1% - დაბალ პენსიებს, განათლებას და საცხოვრებელ კორპუსებს.

შეგახსენებთ, კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო თბილისის 453-მა მაცხოვრებელმა.