მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: გამოკითხულთა 60%-ს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად აშშ-ი მიაჩნია, 11%-ს - რუსეთი

6107fd4255ee1
თამთა ჯიჯავაძე
02.08.21 18:08
1439
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60%-ს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად აშშ-ი მიაჩნია. 56%-ს ევროკავშირი, 32%-ს უკრაინა, 15%-ს აზერბაიჯანი, 11%-ს რუსეთი, 10%-ს თურქეთი, 5%-ს სომხეთი, 4%-ს ჩინეთი, 1%-ს ირანი, 3%-ს არცერთი ქვეყანა, ხოლო 4%-მა თავი შეიკავა კონკრეტული პასუხისგან.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.