მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: გიორგი გახარია რესპოდენტთა 39%-ს მოსწონს, 49% კი, მის მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავს

5dd38974e32e0
თელარა გელანტია
19.11.19 10:18
1168
IRI-ის პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, პოლიტიკურ ლიდერებს შორის რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა კახა კალაძე - 49%, მესამეზე - დავით უსუფაშვილი - 47%. ხუთეულშია გრიგოლ ვაშაძე (41%) და ალესანდრე ელისაშვილი (39%).

ხუთეულის გარეთ დარჩა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც IRI-ის რესპოდენტთა 39%-ის კეთილგანწყობით სარგებლობს, მაგრამ 49% მთავრობის მეთაურის მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავს, ხოლო 2% ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

კეთილგანწყობის რეიტინგში დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი - 39%; გიორგი ვაშაძე - 34%; ნიკა მელია - 34%; ირაკლი ღარიბაშვილი - 33%; ბიძინა ივანიშივლი - 32%; ნინო ბურჯანაძე - 31%; გიგი უგულავა - 31%; მამუკა ხაზარაძე - 29%; ირმა ინაშვილი - 29%; არჩილ თალაკვაძე - 25%; სალომე ზურაბიშვილი - 23%; კახა შარტავა - 19%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 14%; ლევან იოსელიანი - 3%.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო.