მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 17% საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას "ძალიან ცუდს" უწოდებს

5dd2f411daeae
BM.GE
18.11.19 23:37
915
IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე - როგორ შეაფასებით თქვენი ოჯახის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, რესპოდენტთა 43% პასუხობს, რომ „უფრო ცუდად“, 37% „უფრო კარგად“, 17% კი „ძალიან ცუდად“. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა „ძალიან კარგია“.

შეგახსენებთ, კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა.