მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI კვლევა: გამოკითხულთა 67% პოლიტიკურ პარტიას ხმას მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით მისცემს

61080b8e4dda0
თათია კაკიაშვილი
02.08.21 19:11
368
IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ყველაზე მეტად რის მიხედვით დაუჭერს ამომრჩეველი პოლიტიკურ პარტიას მხარს არჩევნებში, გამოკითხულ რესპონდენტთა ხმები ასე განაწილდა: პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით - 67%; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიხედვით - 48%; საგარეო პოლიტიკის მიხედვით - 14%; განათლების პოლიტიკის მიხედვით - 13%; პარტიის სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ ხედვის მიხედვით - 9%; გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიხედვით - 3%; ჩამოთვლილთაგან ყველა პასუხი მისაღები რესპონდენტების 1%-ისთვის აღმოჩნდა; პასუხი „სხვა“ - გამოკითხულების 1%-მა აირჩია და „ჩამოთვლილთაგან არცერთი“ – 3%-მა; ხოლო პასუხი რესპონდენტების 4%-მა არ იცოდა.

ასევე, კითხვაზე - 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას (პირველი არჩევანი)? ხოლო თუკი თქვენი პირველი არჩევანის პარტია კენჭისყრაზე არ იქნებოდა, მის ნაცვლად ვის მიცემდით ხმას (მეორე არჩევანი) - რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 26% (პირველი არჩევანი), 4% (მეორე არჩევანი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაში“ – 14% (პირველი არჩევანი); 3% (მეორე არჩევანი); „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 9% (პირველი არჩევანი), 8% (მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი“ – 3% (პირველი არჩევანი), 3% (მეორე არჩევანი); „გირჩი მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 2% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე“ – 2% (პირველი არჩევანი), 3% (მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი“ - 2% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 2% (პირველი არჩევანი), 2% (მეორე არჩევანი); „ერი - ლევან ვასაძე“ - 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „გიგა ბოკერია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1% (პირველი არჩევანი), 2% (მეორე არჩევანი); „ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „დროა - ელენე ხოშტარია“ - - 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); „გირჩი“ - - 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); სხვა - 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი); გაბათილებული ბიულეტენი (პირველი არჩევანი), არცერთი (მეორე არჩევანი) – 5%, 7%; არ ვიცი - 20% (პირველი არჩევანი), 47% (მეორე არჩევანი); უარი პასუხზე - 7% (პირველი არჩევანი); 14% (მეორე არჩევანი).

ცნობისთვის, IRI-მ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში 2021 წლის 15-30 ივნისს იკვლია. პირისპირ ინტერვიუ ე.წ. შერჩევითი პრინციპით 1500 გამოკითხულს ჩაუტარდა. მათგან ყველა 18 წლის ან მეტისაა და საქართველოს მოქალაქეა.