18.ნოემბერი .2019 23:46

IRI: რესპოდენტთა 29% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ძალიან გაუარესდა

views 254
უკან

IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რესპოდენტთა 29% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ვითარება ძალიან გაუარესდა. 35% მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად გაუარესდა, 24% ამბობს, რომ არ შეცვლილა, ხოლო 8%-ის აზრით, „უფრო გაუმჯობესდა“, ამასთან, 2% ფიქრობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა.