10.სექტემბერი .2019 09:00

ირინა მილორავა დღეს 6 წლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

views 324
უკან

დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავა 6 წლიან საქმიანობას შეაჯამებს და წარადგენს პრეზენტაციას კომისიის მიერ 2013-2019 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება  სასტუმრო “Holiday Inn”-ის საკონფერენციო დარბაზში „Adjara” გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა