მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირინა მილორავა საქართველოში ენერგეტიკულ ბირჟას უხელმძღვანელებს

5de8e10c197ed
დავით ჯალაღონია
05.12.19 14:48
4016
BM.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა რამდენიმე დღის წინ დაფუძნებულ ენერგეტიკულ ბირჟას უხელმძღვანელებს.

ამ ორგანიზაციის გეგმებთან დაკავშირებით ირინა მილორავას კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

ენერგეტიკული ბირჟის ძირითადი საქმიანობა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია იქნება.

აღნიშნული ბირჟა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.