მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიამ უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

621945cdd3092
თამთა ჯიჯავაძე
26.02.22 01:08
1277
ირლანდიამ უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც Irishtimes-ი წერს, აღნიშნული ინფორმაცია ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჰელენ მაკკანტემ დაადასტურა. გადაწყვეტილება უკრაინისადმი სოლიდარობის მიზნით მიიღეს.

„აღშფოთებული ვარ რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ევროპაში დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის გამო. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრინას და მის ხალხს და ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, შევასრულებთ ჩვენს როლს მათი დახმარების პროცესში საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ სავიზო რეჟიმს უკრაინასა და ირლანდიას შორის“, - განაცხადა მაკკანტემ.