მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიელმა მეცნიერებმა თრომბოემბოლიასა და COVID-19-ს შორის კავშირი დაადგინეს - BBC

60c8b6b927547
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.21 00:30
837
ირლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ შეიძლება Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტს განუვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში თრომბოემბოლები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის (RCSI) მკვლევარები აცხადებენ, ისინი სამომავლოდ შეძლებენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში თრომბოემბოლების მართვას და მკურნალობის შესაბამისი კურსის დანიშვნას.

BBC-ი წერს, რომ ნაშრომები გამოქვეყნებულია სამედიცინო ჟურნალში თრომბოზი და ჰემოსტაზი.

მეცნიერებმა კვლევები დუბლინის ბომონტის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განთავსებულ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებზე ჩაატარეს.

მათ დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დროს ზოგიერთ პაციენტებში ირღვევა ბალანსი მოლეკულასა და მარეგულირებელ სისტემას შორის, რომელიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს. თრომბოემბოლიის რისკი განსაკუთრებით მზარდია იმ პაციენტებში, ვისაც ცილის მომატებული დონე აქვს.

”ჩვენი კვლევა ხელს უწყობს იმ მექანიზმების გააზრებას, თუ რა იწვევს კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებში თრომბოემბოლიის რისკების ზრდას და როგორ შეიძლება ვუმკურნალოდ მათ“, - განაცხადა კვლევების ავტორმა ექიმმა ჯემი ოსულივანმა.

მისი თქმით, საჭიროა ჩატარდეს მეტი კვლევა იმის დასადგენად, რამდენად შესაძლებელია აღნიშული მონაცემების კორექტირების საფუძველზე პაციენტები თრომბოემბოლიისგან დაიცვან.

”ვაქცინები ჯერ ისევ მიუწვდომელი იქნება მრავალი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ ეფექტური მკურნალობა, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ჯემი ოსულივანმა.