22.ივლისი .2020 00:15

ირლანდიის ერთ-ერთი კუნძული 5.5 მლნ ევროდ იყიდება

views 746
უკან

ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე 635 356 კვ.მ-ის ფართობის კერძო კუნძული – Horse Island – 5.5 მილიონ ევროდ იყიდება. საინტერესო ისაა, რომ მყიდველს ის პირადად არ დაუთვალიერებია, მხოლოდ ვიდეო ტური ნახა და მის მფლობელთან სატელეფონო საუბრით აწარმოა გარიგება.

როგორც CNBC წერს, მყიდველის ვინაობა ანონიმურია.

ლონდონში მდებარე უძრავი ქონების სააგენტოს Montague Real Estate-ის ინფორმაციით, ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კორონავირუსის პანდემიის დროს მიმდინარეობდა და ეს პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ კი მყიდველმა და გამყიდველმა შეთანხმებას მიაღწიეს.

კუნძული დასავლეთ კორკის რეგიონში მდებარეობს, მას ქვიშის სამი სანაპირო აქვს, სადაც სელაპები და სხვა გარეული ცხოველები ბინადრობენ. კუნძულზე შვიდი შენობაა განთავსებული, მათ შორისაა მთავარი სახლი, რომლის ფართობიც 420 კვ.მ-ს შეადგენს. სახლს ექვსი საძინებელი აქვს. გარდა ამისა, კუნძულზე მდებარეობს რამდენიმე კოტეჯი.

კუნძულზე არის კერძო ნავმისადგომი, ვერტმფრენის დასაფრენი ზოლი, სავარჯიშო დარბაზი და ტენისის კორტიც. კუნძულს აქვს თავისი ელექტროენერგიის, კანალიზაციის და წყლის სისტემა. ასევე შიდა გზებიც.

1820–1874 წლებში, კუნძული სპილენძის ინდუსტრია ყვაოდა. იქ 1841 წელს 137 მოქალაქე ცხოვრობდა, მათი უმრავლესობა კუნძულზე მაღაროებში მუშაობდა. ყველა მოსახლემ კუნძული 1965 წელს დატოვა, კუნძულზე დღესაც შესაძლებელია ძველი სოფლის ნანგრევების ნახვა.

1980-იან წლებში გერმანელმა გერტ კოლბელმა შეიძინა ეს კუნძული და აღადგინა. კუნძული გასაყიდად 2018 წელს გაიტანეს ბაზარზე, თუმცა, თავიდან ის შეფასებული იყო 6.75 მლნ ევროდ. მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში მისი ფასი 5.5 მლნ ევრომდე ჩამოვიდა, შედეგად მისი მყიდველი სწორედ ამ ფასად შეძლებს კუნძულის გადაფორმებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა