ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის ,,Women for Tomorrow”-ის ბორდის წევრის და კომპანია “დიოს“ დამფუძნებლის ირმა დაუშვილის აზრით, “რეგულაციებზე ფიქრი და განხილვა უნდა ხდებოდეს ბიზნესთან ერთად”.
Bm.ge-ისთან საუბრისას დაუშვილმა საბანკო რეგულაციები გამოყო და თქვა, რომ რეგულაციები, რომელსაც მარეგულირებელი იღებს, უნდა იყოს სიტუაციასთან მორგებული და ეს ბიზნესთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს.
“ყველა რეგულაცია უნდა იყოს სიტუაციასთან მორგებული და კარგად შემუშავებული; ჩვენ ვიცით, რომ დაწესდა საბანკო რეგულაციები და ამან ბიზნესს ხელი შეუშალა, თუმცა შედეგი ის მიიღეს, რომ ხალხი მეტად გონივრულად და დაფიქრებით იღებს სესხს, თუმცა ბიზნესს საბანკო რეგულაციებმა ხელი შეუშალა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეგულაციების შემოღება ყოველთვის დასაფიქრებელია.
„როდესაც იპოთეკურ სესხზე თავისუფლად აღარ გაიცემა სესხი და ეს რეგულაციებში მოექცა, თავს იკავებს მოსახლეობა ბინის შეძენაზე, რემონტზე და მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია თან ახლავს ამ ყველაფერს. შესაბამისად, რეგულაციები ჩვენი კომპანიისთვის შემაფერხებელი იყო, მაგრამ ბიზნესი ყოველთვის სხვა გზებს ეძებს და მაინც ვითარდება. ამიტომ, რეგულაციები ყოველთვის დასაფიქრებელია. ამდენად, სასურველია, როდესაც რეგულაციებზე იწყება ფიქრი, ეს განხილვა მოხდეს ბიზნესთან ერთად, რათა საბოლოოდ, სასარგებლო გავხადოთ მიღებული რეგულაციები”, - განმარტა ირმა დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის