მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის ფანჯარა გაიხსნა, რომელსაც ველოდით... მხოლოდ ოლიგარქიის დასრულება გვევალება - ქადაგიძე

6332ec26446f3
BM.GE
27.09.22 16:34
1041
არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების (დე ფაქტო) ამბავი. ზუსტად ის ფანჯარა გაიხსნა, რომელსაც ასე ველოდით, დასუსტებული და კეთროვანი რუსეთი ერთ მხარეს და რეალური ევროპული პერსპექტივა - მეორე მხარეს, - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ჩვენ თაობას მიეცა შანსი ქართული პასპორტი ევროკავშირის გახდეს, ყველა შესაბამისი პრივილეგიით.

"მხოლოდ ერთი რამ გვევალება, ოლიგარქიის დასრულება და კოალიციური მმართველობის დანერგვა. ევროპულ კოალიციას მოყვება კანდიდატის სტატუსი, სასამართლოს გაშვება, პოლიტიკური პოლიციის (სუსის) დაშლა, ელექტრონული არჩევნები, უზარმაზარი ინვესტიციები, რეგიონების გაცოცხლება.

ჩვენს თაობას მიეცა შანსი ქართული პასპორტი ევროკავშირის გახდეს, ყველა შესაბამისი პრივილეგიით!

ამ დროს აფხაზებს და ოსებს ექნებათ არჩევანი, დაშლის პირას მყოფი რუსეთი, საიდანაც ყველა გარბის, ან საქართველოს (ევროკავშირის) პასპორტი, სადაც არის ევროპული პენსია და ხელფასი, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, სადაც ყველაზე კარგად არის დაცული ეთნიკური უმცირესობების უფლებები და კულტურა.
ეს ოდესღაც ძალიან შორეული პერსპექტივა დღეს რეალობაა, რომლის განიავება თაობის დანაშაულია.
არავის სჭირდება ყალბი დები და ძმების ძახილი, ევროპული ქვეყანაა საჭირო, არჩევნებით, ინსტიტუტებით, სასამართლოთი და პარლამენტით.

აუცილებლად დავბრუნდებით!", - წერს გიორგი ქადაგიძე.