მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო სკოლები დაიხურა

5f621f083e42a
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.20 19:10
1406
საფრანგეთში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, 81 სკოლა დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის განათლების მინისტრ ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1,200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ბლანკემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც COVID-19-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიკეტება.

საფრანგეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები აგვისტოდან იზრდება. „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 433,905 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31,000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.