მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისარი: საქართველოს ჯერ კიდევ აქვს განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სია

5ee27920138bc
თამთა ჯიჯავაძე
11.06.20 22:31
1393
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სია, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, თუ საქართველო დაინტერესებულია რომ უფრო სწრაფად განახორციელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), ამისათვის ევროკავშირიც მზადაა.

„ჩვენ მათ, ვისაც უფრო მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა სურს ჩვენთან, ვთავაზობთ შესაძლებლობას რომ გააღრმაონ კავშირები, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ჩვენი პრიორიტეტები უცვლელია. ჩვენ გვსურს დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი სია აქვს რეფორმებისა, რომლებიც არ განუხორციელებია. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა რათა განახორციელონ ეს რეფორმები. ჩვენ უზრუნველვყოფთ საჭირო ფინანსებით და დახმარებით, რათა გაგრძელდეს მუშაობა. რა თქმა უნდა, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფად განხორციელებით, ჩვენც ასევე მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.