24.მარტი .2020 14:44

ის, რაც ლისის ტბასა და კუს ტბაზე ხდებოდა, საგანგაშოა - კახა კალაძე

views 799
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ რაც კუს ტბაზა და ლისის ტბაზე ხდებოდა, საგანგაშოა.

როგორც კალაძემ განაცხადა, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს იზამს და აუცილებელია, ადამიანების თვითშეგნება. მერის თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

„გუშინ რაც ვიხილეთ იყო საგანგაშო და ძალიან ცუდი. ვგულისხმობ იმას, რაც ხდებოდა ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში და მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, რადგან ეს არის პირველი საფრთხე, სადაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს“, - განაცხადა კალაძემ.
 
გუშინ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელა ფოტო, სადაც ასახული იყო, რომ კუს ტბასა და ლისის ტბაზე ათობით მანქანა იყო გაჩერებული და მოქალაქეები სეირნობდნენ.