მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც პოლიტიკაში ახლა ხდება, ჩემთვის მიუღებელია – ლაშა პაპაშვილი

600d76d281590
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.21 09:40
1313
ის, რაც პოლიტიკაში ახლა ხდება, ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი გადაცემა “ფორბს” კვირასთან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლების ადგილზე “უფრო დაუთმობდა” ოპოზიციას.

“კონსოლიდაციაა უმთავრესი. ის, რომ პოლარიზებული არ იყოს ერი. მთავარია, ჩემი პატარა ქვეყანა არ იყოს ასე დაპირისპირებული”,– აცხადებს ბიზნესმენი.

ის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნასაც აფასებს და ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იყო როგორც ბევრი დადებითი, ასევე უარყოფითი. დადებით მოვლენებს შორს ბიზნესმენი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს, რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას, ის ამბობს:

“შესაძლებლობები მეტი იყო. შეეძლოთ გამოეყენებინათ და მეტი გარდამტეხი რეფორმა ჩატარებულიყო ეკონომიკაში, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს. მაგრამ არაუშავს, ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს. მთავარია, პოზიტივი დატოვეს, პოზიტივი დატოვა ბიძინამ და ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი”,– აცხადებს ლაშა პაპაშვილი.