01.მაისი .2021 16:05

“ის, რომ თამბაქოს მოხმარება ბოლო წლებში შემცირდა, არ არის სწორი”-JTI

“ის, რომ თამბაქოს მოხმარება ბოლო წლებში შემცირდა, არ არის სწორი”-JTI
views 601
უკან

2018 წლის შემდეგ თამბაქოს ინდუსტრიისთვის პერიოდულად სხვადასხვა რეგულაციები შევიდა ძალაში, რაც თამბაქის მოხმარების შემცირებისკენ იყო მიმართული. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი იქონია და მწეველების რაოდენობა განსაკუთრებით  ახალგაზრდებში შემცირდა.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან კერძო სექტორში. Japan Tobacco International-ის კორპორაციული დირექტორი ივა ხასია ამბობს, რომ სტატისტიკა, რაც ამ კუთხით არსებობს რეალობას აცდენილია, რადგან ქვეყანაში გაიზარდა კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინება და მოხმარება.

“ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება ხოლმე იმაზე, რომ შედეგებმა ყველაზე დიდი გავლენა მოხმარების შემცირებაზე იქონია. არ არის ეს სწორი და აქაც, სამწუხაროდ, იტყუებიან. კონტრაბანდული თამბაქო შემოდინება რადიკალურად გაზრდილია, ამის აღრიცხვა არსად არ ხდება. ამის ხარჯზე ერთი, რომ ჩვენ კანონიერი იმპორტიორები ვზარალობთ, მეორე ბიუჯეტი თანხებს კარგავს, ხოლო მესამე- სახელმწიფოს აღსრულების კუთხით გაეზარდა ხარჯები. ეს კი იმიტომ, რომ იქნება ეს საბაჟო თუ ფინანსური პოლიცია გაათმაგებული რესურსის გადასროლა უწევთ კონტრაბანდასთან ბრძოლის კუთხით. საბოლოოდ ხეირობენ არაკანონიერი დაჯგუფებები, რომლებიც არიან დაკავებული ამ საქმიანობით. პლუს ეს პროდუქტი, რომელიც შემოდის გარდა იმისა, რომ გადასახადებით არ იბეგრება არც არანაირ სტატისტიკაში არ ხვდება”-აცხადებს Japan Tobacco International-ის კორპორაციული დირექტორი ივა ხასია.

ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით.

მოსალოდნელ ცვლილებებს შორის განიხილება მსუბუქ ავტომობილში არასრულწლოვანის თანდასწრებით და ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა