მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისანში ვაგონცისტერნის აალებით მიღებული ზიანი უმნიშვნელოა“ - რკინიგზის განცხადება

603cd44c7da41
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 15:56
557
საქართველოს რკინიგზა ისანში რკინიგზის ტერიტორიაზე ვაგონცისტერნის აალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზნის მიერ

ცნობისთვის: ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 14 ბრიგადა მუშაობს.