13.მარტი .2020 14:26

ისარგებლებს თუ არა მთავრობა "ქართუ ფონდის" დაფინანსებით - გახარიას პასუხი

views 415
უკან

გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერმა წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტრის შერბილებას ისახავს მიზნად. ამ პაკეტის მიხედვით მოხდება სახელმწიფო ხარჯების ზრდა, ტურისტული სექტორისთვის გადასახადების გადავადება და მათთვის საბანკო ვალდებულებების თანადაფინანსება. ასევე პაკეტის ნაწილია ინფრასტრუქტურული ხარჯების დამატებით 300 მილიონით გაზრდა. მთლიანობაში პროგრამის მოცულობა დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს შეადგენს. 

დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "ქართუ ფონდმა" სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს სახელმწიფოს სურვილის შემთხვევაში ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. 

კითხვაზე გამოიყენებს თუ არა მთავრობა "ფონდ ქართუს" დაფინანსებას გახარია პასუხობს:

"ის რესურსი, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ სრულად არის უკვე დათვლილი და მობილიზებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა მივმართავთ ყველას და პირველ რიგში "ქართუ ფონდს" ვინც მსგავსი დახმარებისთვის მზაობას გამოავლენს,"- ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა