მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო ავიაგადაზიდვები მცირდება - როგორია ბაზარზე მოლოდინები?

BM.GE
15.06.23 16:38
179
საერთაშორისო ავიაგადაზიდვები კი, მცირდება, თუმცა კლების ტემპი შენელდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, აპრილში საჰაერო ტვირთბრუნვა წლიურ ჭრილში 6.6% -ით დაეცა, მარტში 7.6%-იანი კლების შემდეგ. ამასთან, ინდუსტრიის მასშტაბით ტვირთის გამტარუნარიანობა პანდემიამდელი დონეს დაუბრუნდა და პირველად სამი წლის განმავლობაში, ხელმისაწვდომ სატვირთო კილომეტრებზე 2019 წლის აპრილის დონეს 3.2%-ით ჭარბებს. ავიაგადაზიდვებში კლებამ გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ბაზარზე ბაზირებული ავიაკომპანიების ნაწილიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ ავიაგადაზიდვებს კომპანიების ნაწილის თქმით, მაისსა და ივნისში დაკვეთები 80%-მდე კლებას აჩვენებს - რა ხდება სატვირთო ავიაბაზარზე და როგორია მოლოდინები?

სტუმარი: გიორგი ზუმბაძე - "სქაი ლოჯისთიქსის” დამფუძნებელი