30.აპრილი.2016 14:05
ეკონომიკა

ISET: ფასები იკლებს და სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი მომავალშიც გაგრძელდეს

ISET: ფასები იკლებს და სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი მომავალშიც გაგრძელდეს
მარტში წინა თვესთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი 5%-ით შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 6,9%-ით გაიზარდა და 3,27 ლარი შეადგინა. იმერული ხაჭაპურის ინდექსი ISET-მა დაითვალა. თემაზე "საქმიან დილასთან" ISET-ის მკვლევარი, ია კაცია საუბრობს.

- რას უკავშირდება ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასების ნამატი?

- ხაჭაპურის ინდექსი მარტის თვეში 3.27 იყო და წინა თვესთან შედარებით ფასები 5 %-ით შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ამ პერიოდში რძის მიწოდება იზრდება. შესაბამისად ყველის მიწოდებაც იზრდება და ამ ინგრედიენტებზე ფასები იკლებს. მოგეხსენებათ, რომ ხაჭაპურის ინდექსის მამოძრავებელი ყველია. ეს მარხვის პერიოდია და მოთხოვნა რძის პროდუქტსა და კვერცხე შემცირებულია. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ხაჭაპურის ინდექსო მცირდება. ბოლო თვეებში ხაჭაპურის ინდექსი მცირდება.

- აღნიშნული ინდიკატორი ტენდენციებს ასახავს კონკრეტულად იმ საფასო ნამატის ან კლების შესახებ რაც თითოეულ ამ ინგრედიენტს შეიძლება თან ახლდეს. ეს ინდექსაცია რა სახის ინფორმაციის მატარებელია?

- ხაჭაპურის ინდექსი საკმაოდ დიდ კორელაციაშია სამომხმარებლო ფასების ინდექსთან. დაახლოებით 61 %-იანი კორელაცია გვაქვს და შესაბამისად, ასე თუ ისე იმ ტენდენციებს ასახავს, რაც სამომხმარებლო ინდექსის მიხედვით ხდება ქვეყანაში. თუმცა, ჩვენ ISET-ში ფასების ინდექსი გვაქვს, სადაც სუპერმარკეტში ფასებს ვაკვირდებით და ბოლო პერიოდში კლების ტენდენციაა დაფიქსირებული. ძირითადად ეს ბოსტნეულზე მოდის. ზოგადად ფასები აბსოლუტურად კლებისკენ მოდის და ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ვიცით, რომ ეროვნული ვალუტაც გამყარდა და ეს ყველაფერი ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. მარტის თვის მონაცემებით 4.1-ია ინფლაცია, წინა თვეში 5.9 იყო. ამ კუთხითაც კარგი ტენდენცია გვაქვს. ფასები კლებისკენ მოდის და სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი მომავალშიც გაგრძელდეს.

-  ეს ყველაფერი მხოლოდ დედაქალაქის არეალში იანგარიშება, თუ საქართველოს მასშტაბით?

- საქართველოს მასშტაბით. რეგიონებში საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს. ჩვენ დაკვირვებას ვახდენთ ოთხ ქალაქში. ესენია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და თელავი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ყველის ფასი ქუთაისში შემცირდა და ხაჭაპურის გამოცხობაც ყველაზე იაფი, ანუ 3.17 ქუთაისში ჯდება. საკმაოდ საინტერესოა ბათუმში ზაფხულის პერიოდი. ზოგადად ყველაზე ძვირი ხაჭაპურის გამოცხობა თბილისში ჯდება, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტურისტების მოთხოვნის ზრდის გამო ყველაზე ძვირი არის ბათუმში.

19.აპრილი.2019 00:23
52

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
99

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
183

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
102

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად