მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებას არ ელის

61f7f1a48d435
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.22 21:05
859
ISET-ის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და უცვლელად, 10.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“შერბილებაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე; გამკაცრებას კი არ ვფიქრობთ, რადგან დაგროვილია წინა გამკაცრების ეფექტები.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნელ-ნელა მსოფლიოში იზრდება შიშები, რომ ინფლაცია შეიძლება უფრო დიდი ხნით შენარჩუნდეს მაღალ ნიშნულზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ყოველი შემდეგი განახლებული ინფორმაცია ინფლაციაზე არის ნეგატიური და ამან შეიძლება სებ-ს სტიმული მისცეს, რომ უფრო გვიან დაიწყოს შერბილება, ვიდრე აპირებდა”, - აცხადებს გიორგი პაპავა.

ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ია. ბოლოს გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში მიიღო და განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მომდევნო სხდომა 2 თებერვალს არის ჩანიშნული.