მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ბოლო 2 თვეში გვაქვს, არასდროს გვქონია"

5eb02582c6dc1
BM.GE
04.05.20 18:21
722
შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას, თითოეულ უწყებას, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან.

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით კონტაქტზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე, პარლამენტის სხვა წევრებთან. ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი, რაც შემუშავდა, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და უმრავლესობასთან ერთად იქნა შემუშავებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვინმეს უკმარისობის გრძნობა აქვს, ნამდვილად არაა მართებული. ჩვენ დავაწესეთ საკმაოდ კარგი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.