მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, აღარაფერი მჯერა მაგათი“ - კალაძე უკრაინის ბრალდებებზე

624d703d8029e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.22 14:49
1196
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინელებმა კეთილი უნდა ინებონ და მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ იმ ბრალდებებზე, რომლებსაც ბოლო დღეებში საქართველოს წინააღმდეგ აჟღერებენ. მისი თქმით, საქართველოს სამტკიცებელი არაფერი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება, რომ ის რუსეთს კონტრაბანდული საქონლის გატარებაში არ ეხმარება.

თბილისის მერი აცხადებს, რომ არც ერთი მათი განცხადების აღარ სჯერა.

„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაცა კომენტარი გავაკეთოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი მხრიდან, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებაც აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია.

ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რუსეთი სანქციების თავის არიდების მიზნით, სხვადასხვა ტვირთების, მათ შორის სამხედრო საქონლის გადაზიდვისთვის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ქმნის. ამ განცხადებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრალდების დასამტკიცებლად საქართველო უკრაინისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელის.