მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები“ - გამყრელიძის პროგნოზი

619a5809ebcfe
თელარა გელანტია
21.11.21 23:56
4253
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა: პირველი - ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა შეამცირო მობილობა, მეორეა - ვაქცინაცია.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ დიდი თავშეყრების შესახებ რეკომენდაცია ისევ არ არის დაცული.

"ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას.

არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა - ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა - ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები," - აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა 76 სიცოცხლე იმსხვერპლა.