05.მარტი .2021 00:00

„ისევ სადღეგრძელოების კრებულს მივიღებთ“ - ფინანსისტი ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმაზე

„ისევ სადღეგრძელოების კრებულს მივიღებთ“ - ფინანსისტი ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმაზე
views 448
უკან

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო კომისიას ქმნის, რომელშიც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კერძო სექტორის სპეციალისტებიც იქნებიან ჩართულები.

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი გადაცემა „საქმის კურსში“ აცხადებს, რომ მას მიწვევა სახელმწიფო კომისიის შექმნის პროცესში ჯერ არ მიუღია და ამის მოლოდინი არ აქვს.

„მე ასეთი გეგმის წინააღმდეგი ვარ და პირველი ორი გეგმის გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, ისევ სადღეგრძელოების კრებულს მივიღებთ“, - ამბობს ის.

ამასთან, ფინანსისტს ასეთი გრძელვადიანი გეგმის შემუშავება არასტაბილურ რეგიონში მყოფი ქვეყნისთვის არარელევანტურად მიაჩნია და ამბობს:

„ასეთი ტიპის გეგმაზე მუშაობა არარელევანტურია ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ 10-წლიანი კი არა, მომავალი ერთი წლის დაგეგმვაც კი შეუძლებელია რაღაც სიზუსტით. ეს არ არის მხოლოდ კოვიდის გამო, ზოგადად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები გამოირჩევა ვოლანტილობით, არაპროგნოზირებადობით; მეორე პრობლემა გეგმასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ არის სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩარევა, რაც ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოა“, - განმარტავს ვასილ რევიშვილი.

მიუხედავად ამისა, ის იმ მთავარ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაზეც გეგმაზე მუშაობის დროს უნდა გაკეთდეს აქცენტი.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ძირითად სვეტებს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური ზრდა - ეს არის ადამიანური კაპიტალი, გაყიდვების ბაზარი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ეს არის კანონმდებლობა და სასამართლოს სისტემა.

ეკონომიკაში ეს არაპოპულარული მიდგომაა, მაგრამ ვფიქრობ რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ხარჯვა ერთადერთი გამოსავალია, რამაც შიდა მოხმარებას ხელი უნდა შეუწყოს. დღეისთვის შიდა მოხმარებაა უზარმაზარი პრობლემაა, მას მშპ-ში მნიშვნელოვანი წილი უკავია და ის მნიშვნელოვნად დაეცა არსებული ობიექტური მიზეზების გამო“, - აღნიშნა რევიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა