მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი, მოიგო უამრავი პრიზი - (R)

62821454af4bc
BM.GE
16.05.22 13:06
779
16 მაისიდან - 16 ივნისის ჩათვლით „კარფურის“ აპლიკაციით შოპინგი მომგებიანია! კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყოველ მე-10 შეკვეთაზე აპლიკაციის მომხმარებლებს შანსი ექნებათ მოიგონ სხვადასხვა პრიზები.

გარდა ამისა, ყოველი მე-10 მომხმარებელი, რომელიც შოპინგისას გადაიხდის Mastercard-ის ბარათებით, მიიღებს შანსს მოიგოს ისეთი ტიპის ტექნიკა, როგორიცაა ტელევიზორი, სმარტფონი, სათამაშო კონსოლი, ლეპტოპი, ელექტრო სკუტერი, მტვერსასრუტი, მათ შორის სამზარეულოს ტექნიკა - მიკროტალღური ღუმელი, ბლენდერი, ყავის აპარატი და სხვა უამრავი პრიზი.

კომპანია „კარფური,“ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და განსაკუთრებული შემოთავაზებების კუთხით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.

ამ ერთგულების და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია ახალი ციფრული სერვისის – Carrefour Now-ს დანერგვა, აპლიკაციის საშუალებით, „კარფურში“ შოპინგი უკვე სახლიდან გაუსვლელადაც გახდა ხელმისაწვდომი. ციფრული სერვისი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას მობილური მოწყობილობების მეშვეობით.

მობილური აპლიკაცია სახელწოდებით „MAF CARREFOUR“ ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის და ამ ეტაპზე, მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

ახალ, ონლაინ პლატფორმაში, ასევე, ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა MyClub, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადაიხადოს ამავე ქულების მეშვეობით და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით. ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. „კარფური“ სულ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზებს შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებლებს, საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილესთან დაკავაშირებით.